1794859133
ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიასთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა
ჯორჯინა უზკატეგუი პოდკასტ El Cafetal-ში ილია თოფურიასთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა - მან ეს პერიოდი საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპად შეაფასა და ყოფილ მეუღლეს ყველაფერი საუკეთესო უსურვა.
„განქორწინება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი იყო. თავისთავად განქორწინება უკვე მტკივნეული და რთული პროცესია, მაგრამ ამას კიდევ ბევრი სხვა რამ დაემატა, რამაც ეს ყველაფერი ნამდვილ ჯოჯოხეთად მიქცია. მიუხედავად ყველაფრისა, ილიას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის ჩემი ქალიშვილის მამაა. გარდა ამისა, ის ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო“, - თქვა ჯორჯინა უზკატეგუიმ.










