დედის გადაწყვეტილება ცნობილია - სად გაიმართება აფხაზი ბლოგერის პანაშვიდი
1788247041
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას რუსეთის მიმართულებით ავიარეისებთან დაკავშირებით.
განცხადებაში გამოთქმული მოსაზრება, თითქოს „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მიმართულებით ფრენების განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩევა, აბსურდულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ რუსეთის მიმართულებით დანიშნული ფრენების რაოდენობა უცხოური ავიაკომპანიების, მათ შორის Turkish Airlines-ისა და flydubai-ს ყოველდღიური რეისების რაოდენობის 1%-იც კი არ არის.
ამასთან, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორისთვის, რომელსაც საკუთარ ოჯახებთან, ნათესავებთან და სამშობლოსთან პირდაპირი საჰაერო კავშირი სჭირდება.
მოვუწოდებთ “ნაცმოძრაობას” და ოპოზიციურ პარტიებს თავი შეიკავონ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქართული ბიზნესის, ქართული ავიაკომპანიის, ქართული ეკონომიკისა და ტურიზმის და, საბოლოოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისგან.