ჯერ ქორწილი და მერე 14 ადამიანის გარდაცვალება - შემზარავი ტრაგედიის დროს, სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭის უმძიმესი ამბავი

ტრაგ

ამ ამბავმა წლების წინათ მთელი საქართველო შეძრა. ქორწილიდან მომავალი სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც 16 ადამიანი იჯდა, ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მხოლოდ ლევანი და ერთი ქალბატონი გადარჩა.

2003 წელს, 18 წლის ახალგაზრდას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ლევანის გადარჩენის იმედი ექიმებსაც კი არ ჰქონდათ, მაგრამ მოხდა სასწაული. აპარატიდან მოხსნის შემდეგ, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა. მას შემდეგ ლევანი ეტლში ზის... ამ უმძიმეს ისტორიას, ლევანის დედა „ჩერნოვეცკის ფონდს“ უყვება.

„ქორწილში კარგად მოილხინეს და უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. სამარშრუტო მანქანა ხალხით იყო სავსე. მძღოლმა სიბნელეში ტრაილერი ვერ შეამჩნია. დიდი სიჩქარით მიმავალი მას შეეჯახა. თითქმის ყველა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლმა კიდევ ორი დღე იცოცხლა... თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. გადარჩნენ მხოლოდ ლევანი და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც როგორღაც მოახერხა ამობრუნებული მანქანიდან გადმოსვლა და ბარბაცით დადგა ტრასაზე. ასე გაიგეს, რომ ეს ტრაგედია მოხდა...

იმ ღამეს ახლობლები მოვიდნენ ჩემთან სახლში. არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი... მივხვდი, რომ რაღაც უბედურება უნდა ეთქვათ... ჩემი ლამაზი და მხიარული ლევანი, იმ დროს 18 წლის იყო. უნივერსიტეტში სწავლობდა, საბაჟო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო... განაგრძეთ კითხვა

 

ასევე ნახეთ:

ამ ამბავმა თბილისი შეძრა! - ბავშვის გატაცების და მკვლელობის დღემდე დაუდგენელი მოტივი

„გარდაიცვალა კიდევ ერთი შესანიშნავი მომღერალი...“ - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

VIDEO: ძალიან ემოციური მომენტი, რომელიც ეთერში არ გასულა - რა უთხრეს ქომაგებმა ფეხბურთელებს