პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ნიცასა და ხვიჩას ურთიერთობაზე საუბრობს.
როგორც ბადრი კვარაცხელია ამბობს, ისინი ჯერ მხოლოდ დანიშნულები არიან.
„ჯერ მხოლოდ დაინიშნნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით.. ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება“,- ამბობს კვარაცხელიას მამა.
ბადრიმ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ პატრიარქთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
„დიდი ხანია, გვინდოდა უწმინდესთან შეხვედრა. მთელი ოჯახი ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ და კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა უდიდესი სიხარული და მადლია ჩვენთვის, მისი დალოცვა ძალიან ბევრს ნიშნავს.
ჩემი მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია და თორნიკეც განსაკუთრებით გახარებული იყო ნათლიასთან შეხვედრით. ჩვენთვის ის დღე ბედნიერი იყო და ვიღაცები თუ გაღიზიანდნენ, ეს მათი პრობლემაა“,- ამბობს ბადრი კვარაცხელია.