66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
რეჟისორი რობერტ სტურუა მსახიობ ჯემალ ღაღანიძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც რეჟისორი წერს, „მსახიობები მაშინ ტოვებენ ამ ცოდვილებით გატენილ მხარეს, როცა ჩვენ მაყურებლებიც მივდივართ!“.
„დღეს უბრწყინვალესი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 90 წლის გახდა!
„გახდებოდაო“ – შემისწორებს ვიღაც ძალიან დაკვირვებული და რატომღაც ძალიან წესიერი!
მე კი ასე ვიტყვი:
მსახიობები მაშინ ტოვებენ ამ ცოდვილებით გატენილ მხარეს, როცა ჩვენ მივდივართ!
ჩვენ, ანუ მაყურებლები, ვინც დიდი მსახიობი ერთხელ მაინც ვნახეთ სცენაზე და არტისტი თითქოს სამუდამოდ ჩვენი სულის ნაწილი გახდა – და აი როცა ჩვენ, თეატრის ერთგული, კეთილშობილი ქომაგნი წავალთ აქედან, მხოლოდ მაშინ, ნიჭიერი არტისტი ტოვებს ამ არეულ სამყაროს! ო, რა ბედნიერება გველის იქ, თეატრის დიდ რაინდებთან ერთად!
დიდხანს ვიცოცხლოთ, ვინც ჯემალ ღაღანიძეს ჭიქით ხელში დღეს 90 წელს მიულოცავს!
და ორი სიტყვით დალოცავს საოცარ ხელოვანს!“, – წერს რობერტ სტურუა.