ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებლად  სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის („კონფლიქტი საქართველოში“) მოსამზადებელი ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ, სტუმრებს, საქართველოში მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო პროგრამას, რომლიც 2025 წლამდე, 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას გულისხმობს.

მხარეებმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი მხეიძე, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის პოლიტიკური მრჩევლები, ჯონ დორბერი და მაქსიმ ლონგანგი, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა ესწრებოდნენ.