„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 30- მდე პირს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
ჰოსპიტალიზირებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.