„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
1784236501
ქადაგებისას მამა მიქაელ გვარამაძემ მორწმუნეებს მოუწოდა, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სიკეთე აკეთონ და გაჭირვებულებს დაეხმარონ. მისი თქმით, ახლობლების სიყვარულისა და მათზე ზრუნვის გამოხატვა ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეებითაც არის შესაძლებელი.
„იზრუნეთ მიცვალებულებზე, როგორც ცოცხლებზე... ადამიანი რომ ცოცხალი ყოფილიყო, შენ მას ხომ უყიდდი საჭმელს, გაუკეთებდი, მოესიყვარულებოდი, მოეფერებოდი, ეტყოდი, როგორ გიყვარს... ეს ყველაფერი გააკეთეთ.
ის, რაც გინდოდათ თქვენ, ამ ადამიანისთვის გაგეკეთებინათ, ადექით და სხვას გაუკეთეთ. პატარა ბავშვი თუ არის, სხვა პატარა ბავშვები მონახეთ. უამრავი ბავშვია, რომელსაც უჭირს და საჭმელი არ აქვს... უყიდეთ ტანსაცმელი. მონახეთ სტუდენტი, რომელსაც ფულის გადახდა უჭირს და გადაუხადეთ, თუ მართლა გაქვთ შესაძლებლობა. ადამიანი სულის საოხად ტაძარსაც აშენებს. ვისაც აქვს ეს შესაძლებლობა და გული მიუწევს, ღმერთი აუცილებლად ეტყვის გულში, რა არის გასაკეთებელი, რადგანაც სიკეთე ამით უნდა გამრავლდეს და თქვენი სიყვარულიც ამით გამრავლდება.
თქვენი გული ამით დაისვენებს და სიმშვიდეში იქნება, როცა ჩვენ არ ვწყვეტთ ზრუნვას მათზე, გინდაც გარდაცვალებულ იყოს, ვინც ჩვენ გვიყვარს“, - ამბობს სასულიერო პირი ქადაგებისას.