მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
გია ჯაჯანიძე თავის გადაცემაში განვლილი გზისა და სირთულეების შესახებ საუბრობს.
„იყო პერიოდი არ მქონდა სახლი. ბინასაც ვერ ვქირაობდი. მინდა ამას ხაზი გავუსვა, როცა ხარ რეგიონიდან ჩამოსული, რაღაც თავდაცვის ინსტინქტი გაქვს. მე ასე გამოვიყენე – ჩემი იუმორითა და სითბოთი სადაც მიღამდებოდა იქ მითენდებოდა.
მე გადამარჩინა კეთილმა ადამიანებმა. მახსოვს როგორ მივდიოდი სხვა და სხვა ადგილებში. შევედი პირველ არხში კედლებს შევეხე, გაოცებული ვიყავი ტელევიზიაში ვარ, სახტად დავრჩი. იქ ბევრი კეთილი ადამიანები იყვნენ.
ბევრმა არ მიმიღო. მაგრამ მერე ცოტათი პოპულარული რომ გავხდი პოპულარობას მოჰყვა – ეს ჩამოსული ცალ-ცალი კალოშითო. მე რა ვქენი? – წავედი ბაზრობაზე და ვიყიდე კალოშები. ამ კალოშებით წავედი პრეზენტაციაზე. ჩემი უცნაური ჩაცმა გადმოვიდა დედაქალაქში. თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა ადვილი არ იყო.
ჰოდა ერთ დღესაც ჩაქრა შუქი, შევედი ტუალეტში, ჩალისფერი ფეხსაცმელი მეცვა. ამ უშუქობაში ფეხზე დავიფსი. რომ გამოვედი შეიცხადეს ჯაჯანიძეს სხვა და სხვა ფერის ფეხსაცმელი აცვიაო. ავდექი გავჭერი ორი პერანგი გადავაკერე ერთმანეთზე – ერთი სიტყვით გიჟვით დავდიოდი“, – აღნიშნა გია ჯაჯანიძემ.