„იყო მასში რაღაც ისეთი, რაც ადამიანს იზიდავდა...“ - რას იხსენებს მამა თეიმურაზი

მამა თეიმურაზი

ფეხით სიარულს ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ. ცოცხალი ურთიერთობა გაქვს სამყაროსთან,- ამის შესახებ მამა თეიმურაზი თავის ჩანაწერებში წერს.

„ადამიანებთან. მაგრამ… როდესაც დიდი ჩაილურის მოძღვრობა მარგუნა ყოვლად-სახიერმა უფალმა, ჩემი ადამიანური ძალმოსილებიის უძლურებიდან გამომდინარე, ამდენ კილომეტრს ფეხით ვერ დავფარავდი. ხოდა… იმ პერიოდიდან მოყოლებული ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და მრევლის დახმარებით თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით მიწევს მგზავრობა. ე.წ. „ჯიპით” ; მშვენიერი ტრაქტორით; ე.წ “ჯიპზე“ უფრო ძვირადღირებული ცხენით და ა.შ…

ერთი პერიოდი ისეთი ავტომობილით გადავაადგილდებოდით, რომლის პატივისცემაც ძნელად, თუ დაავიწყდება ადამიანს. მართალია, წყალი ჩამოდიოდა. ბენზინს, ზეთს და წყალს ერთნაირი რაოდენობით მოიხმარდა და სიარულისას ისეთ ხმებს გამოსცემდა თავი რკინის სამჭედლოში გეგონებოდა, მაგრამ იყო მასში რაღაც ისეთი, რაც ადამიანს იზიდავდა... ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სოფელში ტრაქტორით გადავაადგილდებოდი, ყველას გაოცებული სახე ჰქონდა და ცდილობდნენ ტელეფონის კამერით დაეფიქსირებინათ ეს მოვლენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თავი იმპერატორი მეგონა, რომელიც ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ტრიუმფალური თაღით შედიოდა ქალაქში. სრულად

ასევე ნახეთ:

როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ, ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა – მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდან