"ივნისი-ივლისის ჯავშნები გასულ წელთან შედარებით უფრო მეტია" - სასტუმრო ბორჯომი ლიკანი

"ივნისი-ივლისის ჯავშნები გასულ წელთან შედარებით უფრო მეტია" - სასტუმრო ბორჯომი ლიკანი

დღევანდელი გადმოსახედიდან ივნისი-ივლისის ჯავშნები გასულ წელთან შედარებით უფრო მეტია,- ამის შესახებ  ბორჯომი ლიკანის ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთი ნადარეიშვილი აღნიშნავს.

ქეთი ნადარეიშვილი მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს აფასებს.

"თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი ივნისი-ივლისი უკეთესი უნდა იყოს გასულ წელთან შედარებით.

ფრენების რაოდენობის მატებამ წესით დადებითად უნდა იმოქმედოს ტურისტების რაოდენობაზე, გააჩნია რა ქვეყნებიდან არის მეტი დაინტერესება. ლოგიკურად უნდა გაიზარდოს ტურისტების რაოდენობაც.

ჩვენ სასტუმროებში, ლიკანის შემთხვევაში ძირითადად პირველ ადგილას არის  შიდა ტურიზმი. შემდეგ მოდის ყაზახეთი, რუსეთი, ისრაელი და უზბეკეთი - ეს არის ძირითადი ნაკადი. ადრე საუდის არაბეთიდანაც იყო დიდი რაოდენობა, თუმცა 2023 წლის მერე შედარებით იკლო",- აღნიშნავს ნადარეიშვილი.