იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სეუ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას განაგრძობს. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული საქმიანობით განიმტკიცონ და კვირაში ერთი სამუშაო დღე იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებში გაატარონ. მაგისტრანტებს პენიტენციური დაწესებულებები, სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“, სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ უმასპინძლებენ.

იუსტიციის სამინისტრო დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს სტუდენტების ვიზიტებს სამინისტროს სისტემაში და ამ ფორმით ჩაერთვება სასწავლო პროცესში. რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ მომზადებას,  სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სეუ-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანი მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარება და სამართალშემოქმედებით პროცესში სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვის ხელშეწყობაა, რაც იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს მსგავსი მემორანდუმი უკვე გაფორმებული აქვს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.