„იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნეებს..." - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ნაწლავის კიბო

გადაცემაში, „მედგიდი“, ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, ძეხვეულში შემავალი, რომელი დანამატი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნეებს:

„ეს არის პირველი კურსის მასალა, ისეთი საკითხია, რომ ვისაც სამედიცინო განათლება აქვს, არა მგონია, რომ ვინმე ძეხვეულთან მეგობრობდეს, მაგრამ ვინც არ იცის, იმას ჰგონია, რომ ესეც ხომ ხორცია და რა განსხვავებაა – განსხვავება იმ დანამატებშია, რაც გამოიყენება, რომ ჩვენ ეს ხორცი შევინახოთ და ის დანამატები ჩვენს ორგანიზმში გარდაიქმნებიან ნიტროზამინებად, აი სწორედ ეგენი იწვევენ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეებს,დადასტურებული ფაქტია, აქ არანაირი  ორაზროვნება არ გვაქვს და სასტიკად უნდა მოვერიდოთ…“ – ამბობს ღოღობერიძე.