„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
1784236501
ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება, რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი.
„ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება. ისინი არიან სუსტად და ამ სისუსტის ფონზე, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს და მთავარი სიმპტომი არის დაპირისპირება ერთმანეთში. მეორე ახსნა არის ის, რომ ეს არის აგენტურა და აგენტები ცდილობენ სხვა აგენტზე მეტად მოაწონონ საკუთარ პატრონებს. ორი ძირითადი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - ერთი რომ სისუსტე ოპოზიციის და ეს არის ამ ავადმყოფობის ერთ-ერთი სიმპტომი, და მეორე პატრონების წინაშე თავის მოწონების მცდელობა.
რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ვიდრე აგენტურა არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, თუნდაც ფორმალურად, მანამდე ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.