იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ემიგრანტი

იტალიაში 54 წლის ქალი, რომელიც ტარანტოს საავადმყოფოში 10 დღის მანძილზე კომაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

იგი ზუგდიდელი მანანა ჯიქიაა.

"ნათელᲨი იყოს მანანა შენი ნატანჯი სული.",-წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ქალი იტალიაში ოთხი წლის წინ წავიდა.

"ქმარი 5 წლის წინ გარდაეცვალა და მოხუც დედას დაუტოვა შვილები. ორი შვილი დარჩა.",-გვითხრა ახლობელმა.

"იტალიელმა დამსაქმებელმა ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა და უპატრონა ბოლომდე მანანას.

ქართველებმა დღეს პარაკლისი გადაუხადეს ტარანტოში. უდედ-მამოდ დარჩნენ ბავშვები.

მადლობა იტალიელ კატიას,(katerina daniele),-ს რომელმაც ბოლომდე უპატრონა მანანას",-უთხრა პრაიმტაიმს გარდაცვლილი ქალის მეგობარმა.

გარდაცვლილ ქალს შესაბამისი პროცედურის გავლის შემდგომ სამშობლოში ჩამოასვენებენ