გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, აგრეთვე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ.
„პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომწონს აქაურობა საოცარი საჭმელი გაქვთ - ხინკალი, ხაჭაპური… ასევე საოცარი ბუნება და ხედები.
თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია. ვტკბებით ხედებით. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ასევე ჩემს გამომწერებს ვურჩევ იმოგზაურონ საქართველოში და ბევრ რეკომენდაციას მივცემ მათ ჩემი ბლოგის საშუალების“, - აცხადებს იოჰან ნომადი ბლოგერი ისრაელიდან.
ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.
„ძალიან მიყვარს მოგზაურობა და პირველად ვარ საქართველოში, საოცარი ხედები გაქვთ და ძალიან სასიამოვნოა აქ დრონით გადაღება. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და საოცარი კულინარია. დიდი მადლობა მასპიძლობისთვის მართაც ულამაზესი ქვეყანა გაქვთ“, - აცხადებს რონ კალმი ფოტოგრაფი ისრელიდან.
პრეს-ტურის განმავლობაში ისრაელის მედიის 10 წარმომადგენელი და ბლოგერი თბილისს, მცხეთას, ანანურს, სტეფანწმინდასა და მუხრანს ესტუმრებიან.
პრეს-ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.