„ისე ინება განგებამ მისი ბოლო ეთერიც ჩემთან აღმოჩნდა… დღეს მთელი დღე ხმა ვერ გავიღე… ვერავის მივუსამძიმრე და სიტყვა ვერ დავწერე“ - მაკა რაზმაძე

თამაზ მეჭიაური

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში,  თამაზ მეჭიაურის შესახებ ემოციურ პოსტს წერს.

„სადაც გადაცემა მქონდა ყველგან ერთ-ერთი უსაყვარლესი რესპონდენტი იყო ჩემთვის. ისე ინება განგებამ მისი ბოლო ეთერიც ჩემთან აღმოჩნდა…

მე თვითონაც კოვიდით ვარ ახლა ინფიცირებული და დღეს მთელი დღე ხმა ვერ გავიღე… ვერავის მივუსამძიმრე და სიტყვა ვერ დავწერე… მაინც ბოლო წუთამდე მჯეროდა… ძალიან ადრე იყო ჯერ სიკვდილისთვის, ძალიან ადრე…

ვუსამძიმრებ ყველას ძალიან მაგარი კაცის წასვლას…ნათელში იყავით ბატონო თამაზ, მაგარო ადამიანო.”- წერს მაკა რაზმაძე. 

ცნობისთვის, 66 წლის ასაკში კორონავირუსის გართულებული ფორმის გამო თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა.