„ის ვერაგია, კოვიდი „ურტყამს” ვაგუს ნერვს“ -  ახალი კვლევა პოსტკოვიდის შესახებ

giorgi pkhakadze

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეპიდსიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე განმარტებით, პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად, ყველაზე რთული სამართავია.

„რა იწვევს პოსტკოვიდს? კოვიდი. რა ვიცით პოსტკოვიდზე? ის ვერაგია. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი „ურტყამს” ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია. კოვიდის შედეგად, ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე?  დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები), დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), თავბრუდახვევა, ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა), ორთოსტატული ჰიპოტენზია / პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და დიარეა.

გამოსავალი? არ აიკიდოთ კოვიდი. თუ დაგემართათ კოვიდი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მოძებნეთ დარგის სპეციალისტი და არა „ფეისბუქექსპერტი”. კოვიდის გადატანის შემდეგ, აუცილებლად აიცერით გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში და მე-2 დოზაც არ დაგავიწყდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ ,“ - წერ გიორგი ფხაკაძე.

 

ასევე ნახეთ - გიორგი ფხაკაძე ომიკრონზე