,,ის აღტაცება და აღფრთოვანება მარტო მე არ მეკუთვნის..." - რას წერს ზურა შევარდნაძე

გარდენიე

,,გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ცნობილი მებაღე წერს, ის აღფრთოვანება და მადლობა, რაც ,,თბილისობასთან" დაკავშირებულმა დეკორაციამ გამოიწვია, მის გარდა, კიდევ ბევრ ადამიანს ეკუთვნის.

,,თბილისობის დეკორაციასთან დაკავშირებით ბევრი გულწრფელი მადლობა მივიღე. არც ოფიციალურმა პირებმა, მთავრობამ, მხედრობამ დაიშურა საქებარი სიტყვები.

მეუხერხულება იმის რომ ბევრს ჰგონია ამხელა ამბავს მარტო ვაკეთებ, არადა ის აღტაცება და აღფრთოვანება მარტო მე არ მეკუთვნის. ჩემზე მეტი და მძიმე შრომა ჩემი უბადლო თანამშრომლების მხრებზე გადადის.

არმია დგას მთელი ამ ყველაფრის და ჩემს უკან, ორგანიზატორები, მძღოლები, მტვირთავები, ბუტაფორისტები, ვაშლების და ბროწეულების დამპრიალებლები, გამნათებლები, გამხმოვანებლები, რეკვიზიტორები, ვიზაჟისტები, მეგვირგვინეები, დამლაგებლები, ვირის ბატების და თხის მომყვანები და პატრონები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, მებაღეები, მეყვავილეები, მომღერლები, უბრალოდ მეგობრები და გულშემატკივრები რომლებიც უანგაროდ მოგვეშველებიან და ხელს წაგვიკრავენ საქმეზე ასეთ დროს ...

სიხარულით გინაწილებთ თქვენ მიღებულ სიყვარულს, სიხარულს და მადლიერებას.

თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის მარად თქვენი ზურაბ შევარდნაძე.
მე თქვენით ვარ თუ ვარ!!!", - წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.