„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ყველას გილოცავთ აღდგომას და გისურვებთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე იყო ღრმა და ბრძნული.
„ქრისტე აღსდგა. მინდა, ყველა ქრისტიანს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს ვუსურვო სტაბილურობა. დღევანდელი დღე უკავშირდება იმედს, განახლებას და ჩვენს რწმენას, რწმენას უკეთესი მომავლის, ხვალინდელი დღის.
ყველას გილოცავთ და მინდა, გისურვოთ, ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი და ყველაფერი საუკეთესოსი.
ჩვენი ბრძენი პატრიარქის ყოველი სიტყვა არის ბრძნული და დასაფიქრებელი, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო, ღრმა და ბრძნული“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე საუბრისას.