ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
იქნება ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ დაბა ბაკურიანის სტუმრებმა მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში საუკეთესო დრო გაატარონ, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
ომიაძემ ისაუბრა თუ რა ღონისძიებებია დაგეგმილი ტურისტებისთვის.
„18 თებერვლიდან ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. გარდა იმისა, რომ ტურისტებს ექნებათ საშუალება სპორტულ ღონისძიებებს ადევნონ თვალყური, ბაკურიანში ასევე მოეწყობა სოფელი ე.წ. გასართობი სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი. თითქმის, სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში ტურისტებს ექნებათ საშუალება ყოველდღიურად ქართველი შემსრულებლების სახით, სხვადასხვა მუსიკალურ პროგრამას მოუსმინონ. ასევე, მოეწყობა სამეწარმეო ბაზრობა. იქნება ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ დაბის სტუმრებმა საუკეთესო დრო გაატარონ“, - განაცხადა მაია ომიაძემ.