„შედეგი ნელა, მაგრამ მყარად მოვა...“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის ფინანსური წინსვლის პერიოდი იწყება
1769854249
ეროვნული გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია.
პანდემიის პერიოდში, ორი წლის განმავლობაში ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ვალდებულები იყვნენ პირბადე ეტარებინათ.
ამჯერად, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას არ იქნება პირბადის ტარების აუცილებლობა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, გამოსაცდელ პირს თუ ექნება სურვილი, ის შეძლებს პირბადე ატაროს.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.