ინფორმაცია მართვის მოწმობების გამოცდასთან დაკავშირებით

მართვის მოწმობის აღება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს.

უწყების ცნობით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 9-დან 13 აპრილის ჩათვლით უწევდათ, გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცემათ 14 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით.

„იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.