1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
21 წლის ქეთა ხაჩიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. გარდაცვლილ გოგონას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
,,ქეთააა... ეს კოშმარია ვიცი... მაგრამ შენ ისეთი კარგი, სათნო, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ანგელოზი იყავი, უფალმა არ დაგვითმო შენი თავი, არასოდეს დამავიწყდები, დეიდ...
დაბადებიდან დღემდე ყოველი დღე რომ გიხაროდა, იმედის სხივს აფრქვევდი ყველგან... რამდენი განუხორციელებელი ჩანაფიქრი დაგრჩა, უფალმა გაძლება შენს თბილ ოჯახს, შენ კი შენებური ღიმილიანი მშვიდი ცხონება იქ სადაც მართალნი განისვენებენ.
უზომო სიყვარული დაიმსახურე ყველას გულში და ყველას გული გაგვიხლიჩე, რაც შენ არასდროს გინდოდა".
,,მისნაირი უანგარო, კეთილზე კეთილი, ანგელოზის თვალების მქონე ბევრი არ დაიარება. ჩვენ გულში მუდამ იცოცხლებ ძვირფასო!" - წერენ სოციალურ ქსელში.
ქეთა ხაჩიძე უიშვიათეს დაავადებას, სტრაუსის სინდრომის მძიმე ფორმას ებრძოდა.