"იმედი" ნინო ლომჯარიას გერმანიის საელჩოში მისვლის კადრებს ავრცელებს

კადრები

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა გერმანიის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერის ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ნინო ლომჯარია ნამდვილად იმყოფებოდა საელჩოში, რომელიც ფარულად, დიპლომატიური მისიის მანქანით დატოვა.

იქამდე, ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლომჯარია გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა, განხილვის მთავარი თემა კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერების საკითხი იყო.

მედია ასევე იუწყება, რომ ცნობილია თავად გერმანიის ელჩის პოზიცია ამ მოთხოვნაზე - დიპლომატი ეთანხმება ყოფილი სახალხო დამცველის პოზიციას, თუმცა ფიქრობს, რომ უნდა დაელოდონ მომდევნო პერიოდს, როდესაც შეიძლება "რაღაც მოხდეს, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და ვიზის თემაც შეიძლება ჩაიკარგოს. კონკრეტულად რას გულისხმობდა დიპლომატი და რა იყო საუბრის თემა - ამის გარკვევას "კურიერი" ნინო ლომჯარიასთან ცდილობდა, თუმცა ყოფილი სახალხო დამცველი არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობდა.

მოგვიანებით, ლომჯარიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუბრის შინაარსი უარყო - ამის შემდეგ კი "კურიერის" შეკითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ "გამოგონილია, რომ ის პარტიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ელჩთან".