პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.
„მინდა აბიტურიენტებს წარმატება გისურვოთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გითხრათ, რომ მთავარი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა.
ბევრი აბიტურიენტისთვის ეს გამოცდები ახალი ცხოვრების, ახალი გამოცდილებების, მეგობრებისა და პროფესიის შეძენის შესაძლებლობაა. იმედი მაქვს, თითოეულ თქვენგანს დაგიფასდებათ გაწეული შრომა და წარმატებებს მიაღწევთ. თქვენ, განათლებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალი ხართ!“, - წერს კალაძე.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.