მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს
1749588904
პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს სესიაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ. კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვას.
„ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი მართვის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა პატრონიანი ძაღლი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში და ყველა ის დაწესებულება, სადადაც ძაღლი ხვდება თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ვალდებული იქნება რომ გადაამოწმოს და ისე მომსახურება არ გაუწიოს პატრონს, თუ ძაღლი არ არის დარეგისტრირებული ბაზაში. ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებები იქნას გატარებული და ძაღლი ქუჩაში არ გააგდოს პატრონმა და იმ შემთხვევაში თუ პატრონი ქუჩაში გააგდებს ძაღლს, იქნება ძალიან მაღალი სანქცია. საბოლოო ჯამში, პროცესი იქნება ძალიან რთული, გამოწვევებით სავსე თუმცა ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შევაჩეროთ უკონტროლო გამრავლება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, რომ აქ აიკრძალება ძაღლების გამრავლება უკონტროლო გზით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.