ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.
"დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია და ცდილობდა, თავისი შესაძლებლობები საქართველოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა.
თბილისში განთავსებული მისი ქანდაკებები, მონუმენტი, - საქართველოს მატიანე, თანამედროვე ხელოვნების მისი მუზეუმი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროს მოზაიკური სცენები ... მუდამ ყველას შეახსენებს ბატონი ზურაბის სახელს და შეინახავს მის ხსოვნას.
რა თქმა უნდა, მისი ნამუშევრები სხვა ქვეყნებშიც არაერთია, მაგრამ სამშობლოს სხვა სითბო აქვს.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა,"- აღნიშნულია განცხადებაში.
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185
27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1745695529