პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
ილია დარჩიაშვილმა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.
„მქონდა შესაძლებლობა, პირადად გადამეცა სამძიმარი საქართველოში თურქეთის ელჩისთვის. მინდა, ასევე გამოვხატო სამძიმარი ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მისამართით ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, სადაც უამრავი გარდაცვლილია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობარ სახელმწიფოს მაქსიმალურად გვერდზე დავუდგეთ. მას შემდეგ, რაც ტრაგედია მოხდა, ჩვენმა სახელმწიფომ ძალიან სწრაფად უზრუნველყო შესაბამისი სამაშველო ჯგუფების გაგზავნა თურქეთის რესპუბლიკაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც მოხმარება პირველადი საჭიროებების პროდუქტებს. ახლო კოორდინაციაში ვართ ჩვენს მეგობრებთან, მივიღეთ სია და დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. ამ მიმართულებით იმუშავებს და კოორდინაციას გაუწევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ შევძლებთ მეგობარი თურქი ხალხის დახმარებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.