პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის თანაგრძნობა გამოუცხადა.
„მინდა გამოვთქვა ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი თურქი ხალხისა და იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ყოველივე საუკეთესოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ამ ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ასევე პირადად ჩემგან, ძლიერ სოლიდარობას გამოვხატავ თურქეთის რესპუბლიკისადმი ამ რთულ დროს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.