„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება
1770923683
II კლასის მოსწავლემ გაბრიელ გუდაძემ სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში ჩააბარა - მან 100%-იანი გრანტი მოიპოვა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს:
„ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკამათემატიკის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლემ გაბრიელ გუდაძემ წარმატებით ჩააბარა სტივ ჯობსის ამერიკულ აკადემიაში. გაბრიელმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა, რის შედეგადაც მისი სწავლა სრულად დაფინანსდა 1 წლის განმავლობაში ვულოცავთ გაბრიელს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.