„იერუსალიმში პირველი ვიზიტისას, ორი სურვილი ჩავუთქვი და უფალმა ორივე ამისრულა. ახლაც ჩავიფიქრე...“ - პაატა ხაჩიძე დათისთან ვიზიტზე გვიყვება

dati

ისრაელში ჩასული ყველა ქართველი კლინიკაში დათი ქოქრაშვილს ნახულობს და უკან ისე ბრუნდება, იქნებიან ეს სასულიერო პირები, მომღერლები, საზოგადოებისთვის ნაცნობი თუ უცნობი სახეები...

ახლახან იერუსალიმიდან დაბრუნდნენ - პაატა ხაჩიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე... მათ ავარიის შედეგად დაშავებული დათი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, ქართველ ემიგრანტებთან - თეა ცხადაძესთან და ვასო მელექსიშვილთან ერთად მოინახულეს.

"ქუჩის ბიჭების" წევრი, პაატა ხაჩიძე ამ ვიზიტზე გვიყვება.

პაატა ხაჩიძე: იერუსალიმში ქართველი ემიგრანტებისთვის გვქონდა კონცერტი. თეა ცხადაძე ქართველი ემიგრანტია, რომელიც გვერდში უდგას პატარა დათის, ისევე როგორც, ბევრი ქართველი. კლინიკაში, მის მოსანახულებლად მან მიგვიყვანა. 

დათი კარგ ხასიათზეა. გვეკონტაქტა. იცინა. საყვარელი ბიჭია...

როგორც მითხრეს, სექტემბრის ბოლოს ის საქართველოში იქნება. 

დათის ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას.

იერუსალიმში მეორედ ვიყავი, თუმცა მაცხოვრის საფლავზე ახლა პირველად მივედი. იერუსალიმში პირველი ვიზიტისას, ორი სურვილი ჩავუთქვი და უფალმა ორივე ამისრულა. ახლაც ერთი ჩავიფიქრე. იმედი მაქვს, მასაც ამისრულებს. უფალი დიდია.