„ტიკტოკერი“ ქალი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა გარდაიცვალა
1737633187
მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში, - ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.
„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“.