დაღუპულია ტაქსის მგზავრი - რა არის ამ დროისთვის ცნობილი თბილისის ზღვაზე მომხდარ ავარიაზე

policiis lenta

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვაზე ტრაგედიით დასრულდა - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ტაქსში მყოფი მგზავრი და დაშავდა 1 ადამიანი.

როგორც "პრაიმ ტაიმს"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.