დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები 15-16 ივნისს ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში გაიმართა.
იაპონელი მსმენელის წინაშე წარსდგა ანსამბლი “ბასიანი“, “ქუთაისის კამერული გუნდი“. გაიმართა ეთნო-ჯაზ ბენდ “ირაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტები, პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა, რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ცნობილი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში.
ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინიც. იაპონიაში გამართული საქართველოს დღეების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა თეა წულუკიანმაც.
“იაპონიაში, საქართველოს დღეების ღონისძიებაში არა მხოლოდ ჩვენგან წარგზავნილი ქართველი ხელოვანები და სპორტსმენები, არამედ იაპონიაში ქართული ხელოვნებით დაინტერესებული იაპონიის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ესენი არიან ის იაპონური გუნდები და ანსამბლები, რომლებიც ქართულ მრავალხმიან სიმღერას და ცეკვას სწავლობენ. განსაკუთრებული ინტერესით ბატონი ლევან საგინაშვილის და ბატონი კონსტანტინე ჯანაშიას ჩასვლა გამოირჩეოდა, ბატონ გოგიტა არქანიასთან ერთად, ეს სამი იყო, რომელსაც იაპონელი სპორტსმენები ეწვივნენ, იქაური ფედერაციები და მათთან ერთად, ერთობლივი საჩვენებელი სპორტული ასპარეზობა გამართეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.