ჰოლივუდელმა ექიმმა ვარჯიშისთვის იდეალური დრო დაასახელა

ვარჯიში

ჰოლივუდის ცნობილმა ექიმმა გამოავლინა ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო.

DailyMail.com-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ექსპერტმა თქვა, რომ გაღვიძებისთანავე უნდა გაიაროთ სპორტდარბაზში, რადგან სწორედ ამ დროს თქვენი სხეულის კორტიზოლის დონე ყველაზე მაღალია.

„საუკეთესო დრო ვარჯიშისთვის არის დილა, როდესაც კორტიზოლი არის მაღალი. დილით სეირნობა, დილით მოძრაობები და ვარჯიში, საუკეთესო რამ არის, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ“,- თქვა მან.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ დილით სპორტდარბაზში მინიმუმ ერთი საათი უნდა გაატაროთ.

მან ასევე თქვა, რომ კორტიზოლის დონე ორგანიზმში იზრდება სტრესის დროს. ასე რომ, თუ სამსახურში მოულოდნელად ნერვიულობა შეგხვდებათ, ადექით და იმოძრავეთ. 

„რადგან კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელიც გაიძულებს მოძრაობას, როცა სტრესის ქვეშ ხარ, ეს ჰორმონი იზრდება. თუ არ მოძრაობ, შენი ორგანიზმი ინარჩუნებ მას", - თქვა ექიმმა.