გზების ნაწილზე მოძრაობა აიკრძალა - გაფრთხილება მძღოლებს

გზა ტრაქტორი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

„ყოველ დღე მაოცებენ…“ - რას წერს „პრაიმ ჰაუსის” მეოთხე გამარჯვებული

რას ამბობს თქვენზე დაბადების წლის ბოლო ციფრი