ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 3 სახანძრო ჰიდრანტი 14 ერთეული წყალარინების და 22 ერთეული წყალმომარაგების ჭა მოეწყობა. პროექტში GWP 650,000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
სამუშაოებს დღეს ადგილზე GWP-ის ტექნიკურ დირექტორთან, გიგა ნადირაძესთან ერთად დავით გელოვანი, დიდუბის რაიონის გამგებელი და შოთა ქევხიშვილი, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.