„გვჭირდება თქვენი დახმარება... ამ შენობაზე, უამრავი ადამიანის ბედია დამოკიდებული“ - აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი

გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ ყველაფერი გვქონდეს იმისთვის, რომ ჩვენ სხვებს დავეხმაროთ, - ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გთხოვთ ყურადღებას. ჩვენ ქართველი მოხალისეები ვართ. ყოველდღე ვიკრიბებით და ვაკეთებთ ქალაქის ისტორიაში პირველ შენობას, სადაც ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი  
ყველაფერს ვცდილობთ, რომ 1-ელ ივნისს გაიხსნას და სამუდამოდ იარსებოს. გვჭირდება თქვენი დახმარება, რომ ყველაფერი გვქონდეს იმისთვის, რომ ჩვენ სხვებს დავეხმაროთ.

ამ შენობაზე, უამრავი ადამიანის ბედია დამოკიდებული. ვინც გვიცნობთ და ჩვენი ამბავი ძვირფასი გგონიათ, გაგვივრცელეთ ეს პოსტი და მოგვეხმარეთ ვისაც როგორ შეგიძლიათ. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com. უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashviliმისამართს გახსნისთანავე გამოვაცხადებთ. დიდი საქმეები შევძელით ერთად. ეს ყველაზე დიდი საქმეა  თქვენი იმედი გვაქვს, “- წერს აკა სინჯიკაშვილი.