„გული ერთიანად მეგლიჯება რომ წარმოვიდგენ...“ - რას წერს გლდანში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა გოგოს მეგობარი

გოგონა

27 წლის მარიტა მაზიაშვილი 31 წლის ყოფილმა მეუღლემ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი საბარგულში ჩადო, ხევისაკენ გაემართა და იქ გადააგდო. საქმე მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„კიდევ რამდენი ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანების უბედურების შემსწრენი უნდა გავხდეთ, კიდევ რამდენი ახლობელი ადამიანის სრულიად უცხო ადამიანზე ვნადგურდებით და განვიცდით, მაგრამ ორმაგად საშინელი და მწარეა, როცა იცნობ ადამიანს ნათესავიაა, ნაცნობია თუ მეგობარია სიტყვებს რომ ვერ უყრი თავს და არ იცი ვინ როგორ ანუგეშო.

მერამდენე ხარ მარიამ მერამდენე. გული ერთიანად მეგლიჯება, რომ წარმოვიდგენ როგორი იყავი როგორი ხალისიანი და როგორი თბილი გოგო. როგორი პრობლემაც არ უნდა გქონოდა სულ სახე გიცინოდა და თვალები მუდამ გიციმციმებდა.

ძალიან კარგი მეგობარი თანამშრომელი და პირველ რიგში დედა იყავი.

უძლიერესი და პერსპექტიული გოგო.

აი არ ვიცი ღმერთო მართლა ყველა კარგი შენთან რომ გინდა გყავდეს. ანგელოზი ხარ მარიამ“, - წერს მოკლული გოგოს მეგობარი“, - წერს მოკლული გოგოს მეგობარი. 

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ნიკოლოზ ლაჩაშვილს ბრალდება წარუდგინა.