„გული და სული თან წაიღე, რატომ წახვედი...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს

 შოთო სიხარულიძე

„ემიგრანტების იმედის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ავრცელებს:

„ეს არის ტრაგედია, რომლის შინაარსი და შედეგი არის უმძიმესი და რთულად მოსანელებელი ჩემთვის... ემიგრანტებო მტირალი ვზივარ სახლში... როგორც არასდროს ისე ცუდად ვარ არ ვიცი ასე რატო გავცარიელდი არ ვიცი რატომ მტკივა სული რატომ ღმერთო... მაგრამ მაინც მხოლოდ მაღლა ღმერთმა იცის გული და სული რაფერ მეწვის...

უშენოდ მოსული ახალი წელი ვერასოდეს იქნება ჩემთვის ხალისიანი არ მეხალისება, არც ხასიათი მაქვს!!!! ალბათ ვერც მექნება ვერასდროს შენ წამოგყვა ჩემი სიხალისე ალბათ ძალიან წამეჩხუბებოდი ახლა, რომ ასე არ შეიძლება და მე ასე არ უნდა ვთქვა  და ის შეიძლება? უშენოდ ვიყო? საუკეთესო იყავი!!!! რომელიც გულს ამოიღებდა ყველასთვის მის ირგვლივ შენნაირი ადამიანები არ მეორდებიან!!!! შენი ღიმილი ნამდვილი იყო ნამდვილი 

შოთა ბოჭორიძე ნუთუ მიწას არ შერცხვება შენი? ”არა… არა… ვერ ვიჯერებ… ჩემი ნახევარი გული წაიღე…” არ ვიცი, რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი,რომ მაკლიხარ დღეს 
დამაკლდები ხვალ, ზეგ…სულ! 

არ შემიძლია შენზე წარსულში საუბარი, თუ არ გავაფრენ გამიკვირდება.  
არ გემშვიდობები ჩემო ღიმილის ბიჭო, შენ მუდამ ჩემს გულში იქნები”
გლოვობს ჩემი თელავი ...  ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.... არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ....
შენს დაკრძალვას ვერ დავესწრები ესეც მაპატიე ვერ გაგაცილებ უკანასკნელ.გზაზე.... აღარ მყავს ჩემი ანგელოზი  
შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული. 

როგორი გაუსაძლისი ხარ როგორი მწარე და აღუწერელი. დაუჯერებელია შენი არყოფნა.გული და სული თან წაიღე, რატომ შენ?რატომ წადი იქ საიდანაც არ ბრუნდებიან ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი.... ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება რომ ასეთი სიმწარის გადატანა გვიწევს“