პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთი დავით აღმაშენებლის დედაც მ.....ნ, - ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გუკა რჩეულიშვილი Facebook-ზე წერს.
პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ეხმაურებიან.
„ახლა დავითიც დასაცავი გაუხდებათ, არმაზში მოგაკითხავენ, ფარნავაზი იყო ბ..ზი, თამარ მეფისაც, ყურთლუ არსლანის დემოკრატიული მოთხოვნების ჩახშობისთვის! და ა.შ. - წერენ სოცქსელში.
ცნობისთვის, დღეს კახეთში ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, აქციაზე სიტყვით მსახიობი პაატა გულიაშვილიც გამოვიდა. მისი თქმით, ბერძენიშვილმა ენა უნდა დაიმოკლოს.
„ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ, კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავუდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან, დიდება მეფეს“, - თქვა აქციაზე პაატა გულიაშვილმა. მსახიობის ამ გამოსვლას საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით, პაატა გულიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიას ტოვებდა. „ერეკლე მეფეზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები“ - დაწერა ფეისბუკზე გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, მწერალმა და პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გააკრიტიკა და რუსეთთან მოკავშირეობის გამო, მის საქციელს მოღალატეობრივი უწოდა.