„გთხოვთ! თუ დაინახავთ და ეჭვი გაქვთ, რომ გიორგია, გააჩერეთ“ - პროფესორის მეუღლე

გიორგი გახელაძე

თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„გთხოვთ!თუ დაინახავთ და ეჭვი გაქვთ, რომ გიორგია, გააჩერეთ, სადაც არ უნდა იყოს. დაგაჯარიმებენ? მე გადავიხდი. ჩამოდით მანქანიდან, ავტობუსიდან, დარეკეთ 112 ში და არ მოშორდეთ, ვიდრე არ მოვლენ“,- წერს ირმა მალაციძე. 

ცნობისთვის, პროფესორის კვალი 6 დღის წინ დაიკარგა. იმ დღეს, საღამოს საათებში უპასუხო ზარის შემდეგ რამდენიმე წუთში ტელეფონი საერთოდ გაითიშა.  სამძებრო სამუშაოებში გუშინ მოქალაქეები ჩაერთნენ და უბნების მიხედვით ცდილობენ მის პოვნას..