თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე გადაცემაში "ამ შაბათ-კვირას" შფოთვითი აშლილობის ნიშნებსა და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ადამიანებს აძლევს რეკომენდაციას, თუ ვის უნდა მიმართონ, თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან:
ფსიქიკურ ჯანმრთელობაში პრაქტიკულად ყველა ის აშლილობა, რაც ზრდასრულებში გვხვდება, ბავშვებშიცაა აქტუალური. არაფრით არ შეიძლება ვთქვათ, რომ რადგან ბავშვია, მას შფოთვითი აშლილობა და დეპრესია არ დაემართება. ასე ნამდვილად არ არის. ეს შესაძლოა, სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს.
შფოთვით აშლილობასა და პათოლოგიურ შფოთვას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს. ერთი, როგორც აღვნიშნე, ფსიქოლოგიური აგზნების მდგომარეობაა, რომელიც განგაშის, წინასწარ ცუდის მოლოდინს გულისხმობს, ადამიანს მოსდის ფიქრი, რომ რაღაც ცუდი მოხდება, ცუდად გახდება, გული წაუვა, მოკვდება, ტრაგიკულ გამოსავალს ხედავს იმ სიტუაციში , როდესაც ძალიან მწირია ის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ შესაძლოა, ეს მოხდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური გამოვლინებები. შფოთვას ფიზიკური შეგრძნებები აქვს. პრაქტიკულად, ყველა ორგანოთა სისტემის მხრივ შეიძლება, შფოთვითმა აშლილობამ გარკვეული სიმპტომატიკა მოგვცეს, იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ძვალ-სახსროვანი სისტემა თუ სხვა. მაგალითად, შეიძლება თუ, არა გამონაყარი შფოთვითმა აშლილობამ გამოიწვიოს - დიახ, შეიძლება. შესაძლოა, ორგანო, ცენტრალური ნერვული სისტემა დაზიანებული არ იყოს, მაგრამ ფუნქციურ დონეზე, ის, რაც უნდა შეასრულოს, შფოთვითი აშლილობის გამო დაქვეითდეს. თუმცა, პირველ რიგში, როდესაც ადამიანებს ფიზიკური ჩივილები აქვთ, სპეციალისტის მიერ რაიმე პათოლოგიის არსებობა უნდა გამოირიცხოს. ფსიქიკური პრობლემის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს უნდა მივმართოთ. ეს შეიძლება იყოს ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი.
ქეთევან სილაგაძემ ასევე გააკეთა აქცენტი იმაზეც, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც შფოთვითი აშლილობა აწუხებთ.