დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სოციალური ქსელის მომხმარებელი ინგა ბერიკაშვილი წერს, რომ დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩანთა დარჩა. ნივთის ასაღებად უკან მალევე მიბრუნდა, თუმცა ადგილზე აღარ დახვდა.
ახალგაზრდა ქალი წერს, რომ ჩანთაში მნიშვნელოვანი საბუთები ჰქონდა. ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს დახმარებას სთხოვს.
,,476 ნომერში დილით დამრჩა ჩანთა. ყველა საბუთი ჩანთაში მქონდა, მათ შორის, საზღვარგარეთის საბუთები. ფული საერთოდ არ მიდევს ხოლმე, მხოლოდ ბარათს ვიყენებ და აუცილებლად გადააგდებდა ვინც წაიღო. გაცხადებული მაქვს, სამწუხაროდ ამ ნომერს კამერები არა აქვს. ორ წუთში მივტრიალდი, მაგრამ წაღებული დამხვდა.
გთხოვთ, გააზიარეთ, სრულიად უსაბუთოდ ვარ დარჩენილი. იქნებ ვინმემ სადმე ნახოს დაგდებული. სადაც საბუთები მელაგა, ის საფულე მწვანეა. არ დაგეზაროთ, გთხოვთ გააზიარეთ. მადლობა", - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.