„დღეს მუხლებზე დამდგარი, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე...“ - ლევან კბილაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

MELITA FURCELADZE

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც მელიტა ფურცელაძე წერს, ლევანის საფლავზე სრულიად უცხო ადამიანები ხვდებიან.

„დღევანდელი დღე გუშინდელზე უარესია. ხვალ ალბათ კიდევ უარესი და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე ??? მოვედი შენთან და …. რა გააკეთე, რა შესძელი, როგორ შეაყვარე თავი ასე ყველას, მოვალ და… სრულიად უცხო ადამიანები მხვდებიან თავდახრილი, აცრემლებული

დღეს კი მუხლებზე დამდგარი, ორი დიდი ხელის ნაკვალევი დამხვდა მიწაზე. არ ვახელი ხელი, ისე დავტოვე 

ასე გეფერებიან დე

ასე ენატრები ყველას

მაგრამ ყველაზე მეტად მე და შენ ვართ ერთმანეთს მონატრებული 

ხოდა ხვალ რომ უარესის უარესი დილა გათენდება და ვეღარ ვუძლებ რა ვქნა ??? პასუხს შენგან ველოდები დე“, – წერს მელიტა ფურცელაძე.