„გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში...“ - რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

გიორგი გულიაშვილი

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრი თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ეს ადამიანი არის გიორგი გულიაშვილი, რომელსაც ხალხი შეჰყავს შეცდომაში და ამბობს, რომ ის ჩვენი ეპარქიის წევრია. ის ამბობს, რომ არის სარკინეთის, წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი და ეს ფაქტი არის სიცრუე. გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, იგი დიდი ხანია სასულიერო პირად ასაღებს თავს“, - ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის განცხადებაში.