გორში, სამშობიაროში ჩვილი გარდაიცვალა - ფაქტზე მოკვლევაა დაწყებული

 ჩვილი

„გორმედის“ სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალებაზე რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. 

სამედიცინო ცენტრის თქმით, კლინიკა კომენტარს კომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთებს.

„საქმის მოკვლევა დაიწყო რეგულირების სააგენტომ როგორც კი კომისია დადებს დასკვნას, კლინიკა თვითონ გააკეთებს კომენტარს“, – აცხადებს “გორმედი“

ინფორმაციისთვის, „გორმედის“ სამშობიაროს ექიმს ჩვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მშობიარის ოჯახის წევრები ამბობენ რომ ექიმმა დროული რეაგირება არ მოახდინა, რის გამოც ახალშობილი გარდაიცვალა.

წყარო: „რადიო მოზაიკა“