სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეების გამო მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება

ლაილა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეების გამო მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ადგილზე გრძელდება მეწყრული პროცესების მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას და აფასებენ შესაძლო რისკებს. მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.

პარალელურად, დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა, რის შემდეგაც განისაზღვრება და განხორციელდება საჭირო ღონისძიებები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში რჩება.

სტიქიის შედეგად ოთხი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. საფრთხის შემცველი ზონიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი. მოსახლეობის დროებითი განთავსება ნაქირავებ ფართებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.

✕