1701977918
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი დაკრძალეს

ცნობილი ქართველი მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი დაკრძალეს. ის ბოლო გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა გააცილეს.
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ტელევიზიის კინორეჟისორი იყო, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მეოთხე არხზე. სხვადასხვა წლებში მას გადაღებული აქვს არაერთი ფილმი.